მიდენდორფი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე მიდენდორფი – (რუს. Алекса́ндр Фёдорович Ми́ддендорф, 1815–1894 წ.წ.), აღმოსავლეთ ციმბირის მკვლევარი.

1843–1844 წ.წ. მან იმოგზაურა აღმოსავლეთ ციმბირის რაიონებში; ბარნაულიდან გაიარა ენისეის ქვემო დინება, იქიდან კი პიასინაზე, ხატანგაზე და ტაიმირზე.

1844 წ. მიდენდორფი აწარმოებდა გეოთერმულ დაკვირვებას იაკუტსკში; აქედან გაიარა უდსკი ოსტროგთან და ზღვით მივიდა ტუგურის ყურემდე. ტუგურის ყურიდან გადავიდა მდინარე ბურეის სათავესთან და აქედან კი ნერჩინსკში (და ირკუტსკში); შემდეგ უკან დაბრუნებისას გამოიკვლია საზღვარი ჩინეთთან, რომელიც დადგენილი იყო 1689 წლის ნერჩინსკის ხელშეკრულებით (ლ. ს. ბერგი).

1870 წ. მიდენდორფმა გამოიკვლია ბარაბის სტეპი. 1876 წელს კი ინახულა ფერგანა, რომლის შესახებაც დასწერა გეოგრაფიული შრომა, „ფერგანის ველის მიმოხილვა“ (პეტერბურგი, 1822 წ.). მისი თხზულებებიდან ყველაზე უფრო ცნობილია „მოგზაურობა ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ“ (ორ ნაწილად; პეტერბურგი, 1860-1878 წ.წ.).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები