მიდორჟი კლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლოდ მიდორჟი − (ფრანგ. Claude Mydorge), (1585 — 1647) ფრანგი მათემატიკოსია.

მიდორჟი იყო მაღალი წოდების სახელმწიფო მოხელე, მაგრამ თანამდებობა ეჭირა ნომინალურად და ცხოვრობდა საკუთარი სახსრებით. მიდორჟი დეკარტის მეგობარი იყო და ეხმარებოდა დიოპტრიული ცდებისთვის მინების დამზადებაში. მისი მთავარი ნაშრომი „თხზულებანი კონუსური კვეთების შესახებ“ დაიბეჭდა 1631 — 1639 წლებში. ამ ნაშრომის გაგრძელება, როგორც ჩანს, დაკარგულა. ხელნაწერის სახით – ჩვენამდე მოაღწია მისმა მრავლად შედგენილმა ამოცანებმა, რომლებიც შეეხებიან კონუსური კვეთების თეორიას; ამ ამოცანების ნაწილი ამოიხსნება სახაზავისა და ფარგლის საშუალებით, ნაწილი კი უნდა ამოიხსნას მიახლოებით. ამ ამოცანებიდან კ. მიდორჟი ზოგიერთის ამოხსნას იძლევა.


წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები