მითოლოგიური სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითოლოგიური სკოლარომანტიზმის ეპოქაში აღმოცენებული ფოლკლორისტიკის მიმართულება. მისი ფილოსოფიური წანამძღვრებია – ფ. შელინგის და ძმ. შლეგელების ესთეტიკური ნააზრევი, სადაც მითოლოგია განიხილება როგორც „ბუნებრივი რელიგია“. ამ სკოლის მიმდევრების აზრით, მითი არის „აუცილებელი პირობა და პირველადი მასალა ნებისმიერი ხელოვნებისათვის“ (შელინგი), „პოეზიის არსი და შუაგული“ (ფ. შლეგელი). მითოლოგიის სკოლა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ძმების ი. და ვ. გრიმების შრომებში („გერმანული მითოლოგია“. 1835). მათი თეორიის მიხედვით, ხალხურ პოეზიას აქვს ღვთაებრივი წარმომავლობა. შედარებითი მეთოდის გამოყენებით, ძმ. გრიმებმა სხვადასხვა ხალხებში მსგავსი ფოლკლორი ახსნეს ყველასათვის საერთო უძველესი მითოლოგიით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები