მიკრომანიპულატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიკრომანიპულატორი − (ბერძ. mikrós პატარა, მცირე და ფრანგ. Ma-nipulateur მექანიზმი, რომელსაც მართავს ოპერატორი), ლაბორატორიული ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხერხდება მიკროინსტრუმენტების ფაქიზი და ზუსტი მოძრაობა ან სრულდება რთული ოპერაციები მიკროსკოპის ქვეშ მოთავსებულ უჯრედზე.