მიკროსპორიდიოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიკროსპორიდიოზები (microsporidioses piscearum; ბერძნ. 86 micros მცირე + spora თესლი + eidos მსგავსი, გარეგნობა და ლათ. piscis თევზი) – თევზის ინვაზიური დაავადებები. აღმძვრელები – მიკროსპორიდიები მიეკუთვნებიან Nosematidae-ს ოჯახს. მიკროსპორიდიოზები, რომლებიც გავრცელებულია ყველგან, ვლინდება ზღვისა და მტკნარი წყლის თევზების კანზე, ლაყუჩებზე, შინაგან ორგანოებსა და ნაწლავის კედლებზე ორიდან 20 მმ-მდე დიამეტრის მქონე ცისტების წარმოქმნით.