მილანის საზავო ხელშეკრულება 1849

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მილანის საზავო ხელშეკრულება 1849 – ხელი მოაწერეს 6. VIII მილანში ავსტრიამ და სარდინიამ. ხელშეკრულებამ დაასრულა ავსტრია-იტალიის ომი 1848-49, რომელშიც სარდინიამ მძიმე დამარცხება განიცადა, ხელშეკრულება აცხადებდა მშვიდობასა და მეგობრობას ავსტრიასა და სარდინიას შორის და ადასტურებდა I.III. 1848-მდე მათ შორის დადებულ შეთანხმებებს, რადგან ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ხელშეკრულებას. სარდინიასა და ავსტრიის ჩრდილო იტალიურ სამფლობელოებს შორის საზღვრები აღდგა იმ სასით, როგორც დაადგინა ვენის კონგრესის 1814-15 დასკვნითმა აქტმა. სარდინიის მეფე თავისი და თავის მემკვიდრეთა სახელით, უარს ამბობდა ყველა უფლებასა და პრეტენზიაზე ამ საზღვრების ფარგლებს გარეთ მდებარე მიწების მიმართ, სამაგიეროდ ინარჩუნებდა უფლებას პიაჩენცის საჰერცოგოს დაბრუნებაზე (იმ შემთხვევაში, თუ შეწყდებოდა ბურბონთა მმართველობა პარმის საჰერცოგოში, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა პიაჩენცის საჰერცოგო). აღდგა მოდენიასა და პარმის ჰერცოგების მფლობელობის უფლება და ისინი მიიწვიეს ხელშეკრულების ხელმოსაწერად, სარდინიამ იკისრა, გადაეხადა ავსტრიისათვის კონტრიბუცია 75 მლნ ფრანკის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ, დაეწყოთ მოლაპარაკებები ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების თაობაზე.

მილანის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინეს ავსტრიის იმპერატორმა I0. VIII. 1849 და სარდინიის მეფემ 12.VIII. მოდენიასა და პარმის ჰერცოგები ხელშეკრულებას შეუერთდნენ იმავე წლის 12 და 14. VIII, მილანის ხელშეკრულების (რომელიც წარმოადგენდა სარდინიის მიერ იტალიის მიწების გაერთიანებისა და ავსტრიის ბატონობისაგან გათავისუფლების წარუმატებელი ცდის შედეგს) ხელმოწერის შემდეგ ავსტრიელებმა კვლავ განიმტკიცეს პოზიციები ლომბარდიაში და ვენეციის ოლქში. 1849 წლის შემოდგომისათვის განადგურებულ იქნა ტოსკანის, რომის, ვენეციისა და ნეაპოლის რესპუბლიკები.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები