მილერი არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურ მილერი

არტურ მილერი − (ინგლ. Arthu Miller, 1915-2005), ამერიკელი მწერალი, დრამატურგი, კინემატოგრაფისტი. დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა ჟურნალისტად და ფოტორეპორტიორად ბრუკლინის ახალი ამბების სააგენტოში, აგროვებდა მასალებს ომისა და საზოგადოებრივ თემებზე. თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1944 წლიდან, როდესაც დაიბეჭდა მისი გახმაურებული პიესა „მამაკაცი, რომელსაც ყოველთვის უმართლებს“ და რომანი „ფოკუსი“ (1945). საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა კრიტიკული პათოსით გამსჭვალული პიესებითა და სკანდალური განცხადებებით, მოგვიანებით კი 1956 წელს მერლინ მონროზე ქორწინებით. ავტორი უამრავი პიესისა, რომელიც დღემდე წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. 2004 წელს აღიარეს ყველა დროის უდიდეს ამერიკელ დრამატურგად.

მისმა პირველმა დრამამ, რომელიც დაიდგა თეატრში – „ადამიანი, რომელსაც ასე უმართლებდა“, განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედების თავისებურება, მიდრეკილება მოვლენების სოციალურ-ფსიქოლოგიური ასახვისაკენ. აღიარება მოუტანა პიესამ „ყველა ჩემი ვაჟიშვილია“. ამას მოჰყვა ტრაგედია „კომივოიაჟორის სიკვდილი“ (პულიცერის პრემია), ხალხური ქრონიკა „მკაცრი გამოცდა“ (სეილემის პროცესის შესახებ), „ორი ორშაბათის მოგონებანი“, სადაც ასახულია „პატარა ადამიანის“ გაუცხოება „ინდუსტრიალურ სამყაროსთან“, „ხედი ხიდიდან“, სადაც ასახულია ღალატის სიმდაბლე. ინტელექუალურ დრამებში „ცოდვაში ჩავარდნის შემდეგ“ და „ეს მოხდა ვიშიში“ აღძრულია თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი ყველა ბოროტების მიმართ. დრამა „ფასი“, კომედია „სამყაროს შექმნა და სხვა საქმეები“, პიესა „ამერიკელი ქრონოგრაფი“ (და სხვ.).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები