მილე ჟან ფრანსუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟან ფრანსუა მილე – (Jean-François Millet, 1814-1875) მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მხატვარი. გუსტავ კურბეს მსგავსად, მის მიმართაც გაისმოდა კრიტიკა პოლიტიკური რადიკალიზმის შესახებ. თუმცა, თავად მილე ამას უარყოფდა. მილე სოფელში გაიზარდა, 1837-1848 წლებში პარიზში ცხოვრობდა და მუშაობდა, თუმცა ურბანულ გარემოში იგი არასოდეს გრძნობდა თავს კომფორტულად. 1848 წლის რევოლუციაში მონაწილეობისთვის იგი სახელმწიფო სტიპენდიით დააჯილდოვეს და ამან მილეს საშუალება მისცა პარიზის სამხრეთით მდებარე დაბა ბარბიზონში დასახლებულიყო. აქ მხატვარმა თავისი ნამუშევრების მთავარ თემად სოფლის ღატაკ მაცხოვრებელთა სირთულეებითა თუ სიამოვნებით აღსავსე ცხოვრება აირჩია.

ჟან ფრანსუა მილე. თავთავის შემგროვებლები, 1857; ტილო, ზეთი, 83.8X111.8 სმ. დ’ორსეს მუზეუმი, პარიზი

მილეს ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა "თავთავის შემგროვებლები". სურათი გამოსახავს სამ ქალს, რომლებიც მოსავლის აღების შემდეგ მიწაზე დარჩენილ ხორბალს აგროვებენ. სურათი თბილი, მშვიდი ფერადოვნებით ხასიათდება, მასზე წარმოდგრნილი სცენა კი უკიდურეს სიღარიბეს ასახავს. მკის შემდეგ დარჩენილი თავთავების შეგროვების უფლება მიწის მფლობელებისგან, სოფლის ღარიბებისთვის დიდი შეღავათი და დახმარება იყო, მაგრამ, ამავე დროს, უმძიმეს შრომას გულისხმობდა: ერთი პურის გამოსაცხობად სამყოფი ხორბლის შეგროვებას საათები ჭირდებოდა. წელში მოხრილი ორი ქალი მიწაში ჩარჩენილ თავთავებს და მარცვლებს ეძებს, მესამე კი წელში იმართება, ზურგი რომ დაასვენოს. როდესაც მილემ 1857 წელს სურათი გამოფინა, კრიტიკოსებმა მისი შეფარული სოციალურად კრიტიკული ხასიათი აღნიშნეს და ნამუშევარი "რეალისტურად" შეაფასეს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები