მილსადენის ონკანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მილსადენის ონკანი − მილსადენის არმატურის ტიპი, ჩამკეტი ან სარეგულირებელი ელემენტით, რომელსაც ბრუნვითი სხეულის ფორმა აქვს და ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო ნებისმიერი კუთხით. გამოიყენება აირ- და ნავთობსადენებში, ქალაქის აირმომარაგების სიტემაში, რეზერვუარებში, საქვაბეებში და სხვ. ონკანის მართვა ხდება ხელით ან ელექტრული, პნევმო-და ჰიდრავლიკური ამძრავით. მასში ნაკადი შეიძლება გადიოდეს გამჭოლად ან რაღაც კუთხით შესაძლებელია ჰქონდეს ორი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელი მილყელი, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა პარამეტრის ნაკადების შერევის. ჩამკეტი ელემენტი არის სფეროს, კონუსის ან ცილინდრის ფორმის.