მიმოხილვით-გეოგრაფიული რუკები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიმოხილვით-გეოგრაფიული რუკები - ზოგადგეოგრაფიული მცირე მასშტაბის სპეციალური რუკები, რომლებიც ასახავენ ადგილმდებარეობის ძირითად ელემენტებს მნიშვნელოვანი განზოგადებით. განკუთვნილია მართვის ორგანოებში საომარი მოქმედების თეატრის, საოპერაციო მიმართულებების სამხედრო-გეოგრაფიული თავისებურებების შესწავლის, სამხედრო დანიშნულების ღონისძიებათა დაგეგმვისა და მოწყობისათვის.