მინაბოჭკოს ბადე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინაბოჭკოს ბადე

მინაბოჭკოს ბადე – მინის ბოჭკოსგან დამზადებული ბადე. გამოიყენება მაარმირებელ მასალად კედლების შიგა და გარე საბათქაშე სამუშაოებისათვის, თხევადი იატაკების მოსაწყობად, ღრეჩოების შესავსებად ჭერზე, კედლებზე შეფითხვნის და სამღებრო სამუშაოების დაწყებამდე, თაბაშირმუყაოს პირაპირების შესავსებად, თვითწებვადი ლენტის დასამზადებლად ნავთობ და აირსადენების, რეზერვუარების, ტევადობების იზოლაციისათვის. მზადდება რულონების სახით, შეფუთული ქაღალდში ან პოლიეთილენის აფსკში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები