მინახატი (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინახატი, ჩახატვა – კომბინირებული კინოგადაღების მეთოდი (საფუძვლად უდევს პერსპექტიული შეთავსება), როდესაც დეკორაციას ან ნატურას (ნაწილს) ცვლიან ნახატით. მინახატი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მსახიობის მოქმედებას კადრის ნაწილი აქვს დათმობილი, ხოლო კადრის დანარჩენი ნაწილი სტატიკურია არსებობს ორი სახის მინახატი: ერთდროული და შემდგომი. ერთდროული მინახატის დროს დეკორაციას ან ნატურას პერსპექტიულად შეათავსებენ ნახატთან, რომელიც საღებავით არის შესრულებული გადამღები კამერის წინ დადგმულ დიდ მინაზე. ზოგიერთ შემთხვევაში პავილიონში გადაღებისას ნახატთან შეთავსება ხდება სარკის მეშვეობით. ამ მიზნით, ნახატთან შესაერთებელი დეკორაციის წინ ისე დგამენ გადამღებ აპარატს, რომ დეკორაციის გამოსახულებამ კადრში ესკიზის მიხედვით გათვალისწინებული ადგილი დაიკავოს. აპარატის ახლოს, მის გვერდით, დებენ ნახატს, ხოლო ობიექტის წინ 45°-იანი კუთხით – სარკეს. დეკორაციას უშუალოდ იღებენ, ხოლო ნახატს კი – სარკეში არეკლილს. შემდგომი მინახატის დროს ობიექტსა და ნახატს ცალ-ცალკე იღებენ ორი და მეტი ექსპოზიციით. კადრის ცალკეულ ნაწილებს ერთმანეთთან ისე აერთიანებენ, რომ მაყურებელმა ეკრანზე ერთიანი გამოსახულება დაინახოს. შემდგომი მინახატით შეიძლება შეიცვალოს ნატურაზე ან დეკორაციაში გადაღებული კადრების შუქჩრდილების ხასიათი, ანდა მიღწეულ იქნეს განათების ისეთი ეფექტი, რომელიც ჩვეულებრივ გადაღებით მიუღწეველია. შემდგომი მინახატის საშუალებით შესაძლოა საგრძნობლად შემცირდეს და გაადვილდეს სამშენებლო სამუშაოები დეკორაციებში თუ ნაგებობათა ნაწილის ნახატით შევცვლით.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები