მინდოდაური ხვთისო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინდოდაური ხვთისო (1906 - ?), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ არტაანში (თიანეთი). დედით ადრე დაობლებულა და ბავშვობა სიღატაკეში გაუტარებია. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1924 წლიდან ცხოვრობდა ლაფანყურში და აქვე გარდაიცვალა. მას მეტოქეობა გაუწევია თითქმის ყველა ცნობილი მოლექსისათვის. სამწუხაროდ, მისი კაფიებიდან ძალზედ ცოტაა შემორჩენილი.


ხვთისო მინდოდაურის და
ხვთისო ბაიაშვილის კაფიობა:
მინდოდაური
შენ ცოლის ტუჩებ დავკოცნე,
აკი მეც ხვთისო მქვიანა.
ბაიაშვილი
ცოლისდაია ის შენი,
მოდი, თუ შაგიძლიანა.
შენ ცოლს ეხლა მეც ვაკოცებ,
თუკი აქამდე კი არა.
მინდოდაური
შენ არ იცოდი გინება,
რამ ეშმაკმ გადაგიარა?
ბაიაშვილი
იცვლება კაცის გუნება,
ზოგ ადრე, ზოგი გვიანა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები