მინიატურა (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინიატურა – უმცირესი ფორმის თხრობითი ჟანრი, რომელშიც მოქმედების განვითარება და თხრობა იმდენად ლაკონიური და დინამიურია, რომ კომპოზიცია და სიუჟეტი არსებითად სავსებით ემთხვევა ურთიერთს; იგი ხასიათდება მოვლენის ან განწყობილების ერთ მომენტზე მინიშნებით და ნოველაზე უფრო მარტივი, შეზღუდული მონაცემებით როგორც საერთო აღნაგობის, ისე ცალკეული კომპონენტების მხრივ.

საინტერესო მინიატურები შექმნეს ნ. ლორთქიფანიძემ, შ. დადიანმა და სხვ.

არსებობს პოეტური მინიატურაც რომელიც ქართულ მწერლობაში ჩვენს დროში დამკვიდრდა. მაგალითად, ა. მირცხულავა-მაშაშვილის მინიატურები და სხვ. ისინი აზრის ან ემოციის ლაკონიური გადმოცემით ხასიათდებიან.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები