მინტოფი დომინიკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დომინიკ მინტოფი – (მალტ. Duminku Mintoff, 6 აგვისტო 1916, — 20 აგვისტო 2012), მალტის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 1949-85-დან – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი; პარლამენტის დეპუტატი – I947-დან: 1947-49-დან – პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საზოგადოებრივი სამსახურისა და რეკონსტრუქციის მინისტრი; 1955-58 – პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი; 1962-71– ოპოზიციის ლიდერი; 1971-84– პრემიერ-მინისტრი, ერთდროულად - საგარეო საქმეთა მინისტრი (1971-81) და შინაგან საქმეთა მინისტრი (1976-81 და 1983-84), 1984-დან გადამდგარია. მიაღწია ინგლის-მალტის შეთანხმების გადასინჯვას (1964), რომელიც შეეხებოდა სამხედრო ბაზებსა და ინგლის-მალტის შეთანხმების გადაწყვეტილებებს (1972). აქტიურად მონაწილეობდა იტალია-მალტის შეთანხმების შემუშავებაში 1981.