მინუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მინუტი – ბრტყელი კუთხის სიდიდის საზომი ერთეული, რომელიც უდრის 1/ 60 გრადუსს. აღინიშნება ირიბი შტრიხით (').
ეს ტერმინი, ისევე როგორც „წამი“ („სეკუნდი“) გადმოღებულია ლათინური ენიდან. რომაელები ამბობდნენ: „minuta prima“ – „პირველი წილი“, „minuta secunda“ – „მეორე წილი“, „minuta tertia“ „მესამე წილი“. შემოკლებისათვის პირველ წილს უწოდებდნენ „მინუტს“, მეორეს – „სეკუნდს“ (წამს), მესამეს – „ტერციას“. მინუტის ცნება ასახავს დღემდე შემორჩენილი სამოცობითი თვლის სისტემის ნაშთს.