მირიანაშვილი ალექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მირიანაშვილი ალექსი – (ფსევდონიმები: „ანაგელი“, „ლილიპუტი“, „ან-მანი“), (1860-1925), პროზაიკოსი, პედაგოგი.
სწავლობდა სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში, თბილისის საქალაქო სასწავლებელში, სამასწავლებლო ინსტიტუტში. ავტორია მრავალი პედაგოგიური და პუბლიცისტური სტატიისა, სამეცნიერო-პოპულარული შრომისა, საბავშვო მოთხრობის და იგავ-არაკისა (გამოიცა 1907 წ.). წვლილი მიუძღვის ხალხური შემოქმედების შეკრების საქმეშიც.