მირცხულავა გიორგი
მირცხულავა გიორგი – (Mirtskhulava Giorgi), ქართველი დიპლომატი, 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში, საქართველოს წარმომადგენელი პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (CPLP)
დაიბადა 4 ნოემბერი, 1972 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1989-1994 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება:
1996 თებერვალი-მაისი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორი;
1996-2001 – საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო პროტოკოლის მთავარი სპეციალისტი, სახელმწიფო მრჩეველი, განყოფილების უფროსი;
2001-2003 – საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის მოადგილე;
2003-2011 – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის მთავარი მრჩეველი, სამსახურის უფროსის მოადგილე;
2011-2013 – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე;
2013-2020 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი.
ფლობს: ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ჯილდოები: ღირსების ორდენი (2013 წ.)