მისამართი სიტყვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მისამართი სიტყვა – მთავარ წინადადებაში სახელით გამოხატული წევრი, რომელსაც ხსნის და განსაზღვრავს დამოკიდებული წინადადება, ასახსნელი წევრი („იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ი. ჭავჭავაძე; არის ქვეყნები სხვა, რომელთაც არა აქვთ ზღვა, გ. ტაბიძე). დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირები – მიმართებითი ნაცვალსახელები (ვინც, რომელიც...) მიემართება მთავარ წინადადებაში ასახსნელ წევრს, ანუ მისამართ სიტყვას. წევრ-კაევშირი „რომელიც“ გარკვეულ შემთხვევებში კიდეც უთანხმდება რიცხვში მას. მისამართ სიტყვას – არსებით სახელს – შეიძლება ახლდეს მსაზღვრელი ჩვენებითი ნაცვალსახელი, რომლის ზოგად მნიშვნელობასაც აკონკრეტებს დამოკიდებული წინადადება (მიტანა უნდა იმ ამბავს, რაც ზეზვამ დამაბარაო, ვაჟა-ფშაველა).
ლ. კვანტალიანი