მისამღერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მისამღერი – მუსიკალური მნიშვნელობის ფრაზა რომელიც მეორდება სტრიქონის ან სტროფის შემდეგ. განსხვავებით რეფრენისაგან მისამღერი არ არის მტკიცე ფორმისა, იგი იცვლება მუსიკალური რიტმის ცვლასთან ერთად:
- ოდელია, დილა, ოდელია ოხოხოია, პოი,
- ვაი, და უი დაეცა, ძმანებო, ჩვენს მტერს თავში, ჰოი,
- ჩვენ მშვიდობა, გამარჯობა მოგვცეს ღმერთმა,
- ამ ყანის ადრე გათავება და კაი კეთება, ·
- ვიხოხოი ადილაი ოდელია ჰოი.
ჯ. ბარდაველიძე
ლიტერატურა
ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსთწყობის საკითხები(რეფრენი, სტროფი, რითმა). თბილისი, 1960.