მიტერანი ფრანსუა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრანსუა მიტერანი – (ფრანგ. François Maurice Mitterrand, დ. 26 ოქტომბერი, 1916, ჟარნაკი, საფრანგეთი — გ. 8 იანვარი, 1996, პარიზი), საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
1940 მეორე მსოფლიო ომის დროს დაიჭრა და ვერდენთან ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს.
1943-დან მონაწილეობს საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში.
1944 – სამხედრო ტყვეების საქმეთა მინისტრი დე გოლის მთავრობაში;
1947-48 – ვეტერანების საქმეთა მინისტრი;
1848 – ინფორმაციის მინისტრი;
1953 – სახელმწიფო მინისტრი;
1956-57 – იუსტიციის მინისტრი;
1965 დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში.
1965 აირჩიეს საფრანგეთის დემოკრატიული და სოციალისტური მემარცხენე პარტიების ფედერაციის თავმჯდომარედ;
1981 და 1988 აირჩიეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად.