მიტოქონდრიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიტოქონდრიები – (mitochondria; ლათ. mitos ძაფი, chondrion მარცვალი) – ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედების ორგანელები, რომლებიც ენერგეტიკულ სისტემას წარმოადგენენ. მათ გააჩნიათ ავტონომიური დნმ და რიბოსომები. ისინი შეიცავენ სუნთქვის პროცესში მონაწილე ფერმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჟანგვა-აღდგენით პროცესებს და ენერგიის დაგროვებას ადენოზინტრიფოსფორის მჟავას მოლეკულებში.