მიტრა დინაბანდჰუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დინაბანდჰუ მიტრა

დინაბანდჰუ მიტრა (Dinabandhu Mitra - 1830-1873), ბენგალელი დრამატურგი.

მისი პიესა „ნილ დარპიენი“ („Nil Darpan“) დაიწერა 1858–1859 წლებში და გამოქვეყნდა დჰაკაში 1860 წელს, ავტორის ფსევდონიმით. ნაწარმოების ამბავი დაფუძნებულია ბენგალში ცნობილ, ე. წ. „ინდიგოს“ აჯანყებაზე, რომელიც გრძელდებოდა 1859 წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით, როდესაც ფერმერებმა უარი განაცხადეს თავიანთ მინდვრებში ინდიგოს დათესვაზე, რითაც პროტესტი გამოხატეს ბრიტანელ რაჯასთან მუშაობის პირობებზე. სპექტაკლმა გავლენა იქონია ბენგალში თეატრის განვითარებაზე. დადგმამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აგრეთვე გირიშ ჩანდრა ჰოშიზე (Girish Chandra Ghosh), რომელმაც 1872 წელს, დააარსა ეროვნული თეატრი კალკუტაში. „ნილ დარპიენი“ იყო პირველი პიესა, რომელიც იქ დაიდგა, როგორც კომერციული ე. წ. „სალარო“ სპექტაკლი. ხალხი სპექტაკლზე ამბოხებული თანამემამულეების სანახავად მიდიოდა, რათა ეზეიმათ მათი გამარჯვებით.

დინაბანდჰუ მიტრას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი დრამატურგიული თხზულება აქვს შექმნილი, რომლებიც მის სიცოცხლეშივე იდგმებოდა სცენაზე და ძირითადად აგებულია კოლონიალისტების მჩაგვრელ დამოკიდებულებაზე ინდუსების მიმართ, რეალისტურად აქვს აღწერილი თანამედროვეების ყოფა-ცხოვრება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პიესა „ნილ დარპიენი“. დინაბანდჰუ მიტრა ცნობილია აგრეთვე, როგორც პოეტი და ნოველისტი.



წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები