მიულერიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიულერიოზი – (muelleriosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Muellerius + ბერძნ. osis დაავადება) – ცხვრისა და თხის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Muellerius capillaris პარაზიტობს ცხვრისა და თხის ალვეოლებში, ალვეოლურ ხვრელებსა და უმცირეს ბრონქებში. ფართოდ გავრცელებული ჰელმინთოზი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
ჩვეულებრივ, მიულერიოზი სუბკლინიკური ფორმით მიმდინარეობს. ინტენსიური დაინვაზიებისას სუნთქვა გახშირებულია, ხველა – ჯერ იშვიათი, მშრალი და მტკივნეული, შემდეგ – ხშირი, შეტევითი ხასიათის; ფილტვებში ხიხინი ისმინება. ზოგიერთ ცხოველს ფაღარათი აქვს. მადა შენარჩუნებულია, მაგრამ სიკვდილამდე 2-3 დღით ადრე ბატკნები საკვებს აღარ იღებენ. ავადმყოფი ცხოველი ზრდა-განვითარებაში ჩამორჩება.