მიუმხრობელი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა კონფერენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიუმხრობელი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა კონფერენცია – მიუმხრობლობის მოძრაობის უმაღლესი ფორუმი, რომელიც განსაზღვრავს მოძრაობის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს საპროგრამო დოკუმენტებს, ათანხმებს მოძრაობის მონაწილე ქვეყნების პოზიციებს თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. 1970-დან კონფერენციები იმართება დაახლოებით 3 წელიწადში ერთხელ. მისი მონაწილეები მხარს უჭერენ საყოველთაო მშვიდობისა ღა უშიშროების უზრუნველყოფას, გამალებული შეიარაღების შეწყვეტას, მიუმხრობელი ქვეყნების თანამშრომლობას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან და ძალებთან. კონფერენციებზე რეგულარულად იღებენ ე.წ. „მოქმედებათა პროგრამას“, რომელიც გულისხმობს მიუმხრობელ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას ფინანსურ, ტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში.