მიუნსტერის კონგრესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიუნსტერის კონგრესი – გაიმართა 1645-48 ქ. მიუნსტერში (ვესტფალია). მიუნსტერის კონგრესზე ოსნაბრიუკის კონგრესის პარალელურად შემუშავებულ იქნა ვესტფალიის ზავის პირობები.

მიუნსტერის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ: „საღვთო რომის იმპერიის“ დელეგაცია გრაფი მაქსიმილიან ფონ ტრაუტმანსდორფის, გრაფი იოჰან ლუდვიგ ფონ ნასაუსა და გრაფი იოჰან მაქსიმილიან ლამბერგის შემადგენლობით; საფრანგეთის დელეგაცია: ჰერცოგი დე ლონგვილი, კლოდ დე მემი, გრაფ აბელ სერვენი და მარკიზ დე საბლეს ხელმძღვანელობით; ესპანეთის დელეგაცია: გრაფ პენიარადას მეთაურობით; ჰოლანდიის რესპუბლიკისა და გერმანიის კათოლიკური სამთავროების წარმომადგენლები. მიუნსტერის კონგრესს უნდა შეემუშავებინა ზავის პირობები ამ სახელმწიფოებს შორის, თუმცა ყოველმხრივი შეთანხმების მიღწევა მიუნსტერში ვერ მოხერხდა, ესპანეთის დელეგაციამ, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა სეპარატულ საზავო ხელშეკრულებას ჰოლანდიის რესპუბლიკასთან (30.1.1648), უარი განაცხადა ფრანგებთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და დატოვა მიუნსტერი. შედეგად, მიუნსტერის კონგრესზე შეთანხმებულ იქნა, ერთი მხრივ, იმპერიასა და, მეორე მხრივ, საფრანგეთისა და მის მოკავშირეებს შორის საზავო ხელშეკრულების პირობები, რომელთა თანახმადაც საფრანგეთს გადაეცა ელზასი (ქ. სტრასბურგის გარეშე) და დადასტურებულ იქნა მისი სუვერენიტეტი მეცზე, ტულსა და ვერდენზე. ეს დებულებები შევიდა ვესტფალიის ზავის საბოლოო ვარიანტში, რომელსაც ხელი მოაწერეს 24X1648 მიუნსტერში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები