მიქაბერიძე ლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლია მიქაბერიძე

მიქაბერიძე ლია — (1969), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის 160-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი — თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1992-94 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, აფხაზეთის ომის დროს ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.


აღსარება
ასე თუ ისე, ყველა კითხვას უკვე გავეცი
პასუხი, თანაც, ახლა ვიცი, როგორ გეძიო,
გამოვიცადე, − იმდენგზის და ისე დავეცი,
ან კი, როგორღა უნდა გთხოვო,
კვლავ შემეწიო...
ანდა როგორღა უნდა შევძლო,
შეგახო სიტყვა,
ჩავეკიდები საკუთარი სულის უფსკრულებს,
ცოდვების სუსხი
გახურებულ ყვრიმალში მირტყამს,
ვდრტვინავ, ისეთი რა აღგიქვა,
რომ აგისრულო?!
განსაცდელსა და განცდილ ტკივილს
ცალკე ვალაგებ,
და ცალკე ვაწყობ
მზეთ უნახავ დღეთა ფორიაქს,
სული კი, ფუჭი ოცნებების ძვალთშესალაგი
ტოვებს სხეულს და
მიუყვება მზის ჰარმონიას...
ვაბრუნებ...შენი ნებისაებრ; საკუთარ სხეულს
ვატარებ, როფორც ტლანქ ფეხაცმელს,
რომელიც მიჭერს,
შენკენ მომავალ გზას ვადგავარ,
გზას მიმოხვეულს, −
თავისუფალი გამაჩინე და მე შენ გირჩევ!..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები