მიქაელ-გობრონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გობრონი – (გ. 17.11.914), ქართველი წმინდანი, (ხსენ. დღე 17/30. 11), არაბთა სარდლის, აბულ-კასიმის სამხრეთ კავკასიაში ლაშქრობის დროს (914) ყველისციხის დამცველთა ხელმძღვანელი იყო. ყველისციხის 28-დღიანი ალყა არაბების გამარჯვებით დასრულდა და ტყვედ ჩაიგდეს გობრონი 133 მეციხოვნესთან ერთად. აბულ-კასიმმა მას გამაჰმადიანება შესთავაზა და სანაცვლოდ სიმდიდრესა და პატივს შეჰპირდა, რაზეც გობრონმა უარი განაცხადა. მას ერთდროულად აჩვენეს დაჩეხილი თანამოძმენი და აღთქმული სიმდიდრე, მაგრამ იგი მაინც მტკიცე უარზე იდგა. შედეგ ქედი დაადრეკინეს და ორჯერ მსუბუქად სცეს მახვილი. კისრიდან გადმოსული სისხლით გობრონმა შუბლზე ჯვარი გამოისახა. კიდევ რამდენჯერმე შესთავაზა აბულ-კასიმმა მას ქრისტიანობის უარყოფა, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ გობრონს თავი მოჰკვეთეს.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ იგი მიქელის სახელით წმინდანად შერაცხა. X ს. ქართველმა მწერალმა სტეფანე მტბევარმა გობრონის წამებას ჰაგიოგრაფიული თხზ. მიუძღვნა.


ე. კვაჭანტირაძე

წყაროები და ლიტერატურა

  • მტბევარის., მარტვილობა: გობრონისი, ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1963.
  • ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბილისი-ათენი, 2003;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ.: 1, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), თბ., 1977 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები