მიქაძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ მიქაძე

მიქაძე ოთარ — (1943 – 2005), პოეტი. დაიბადა მარტვილში. 1952 წელს დაამთავრა ქალაქ სოხუმის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა ასოთამწყობად ჯერ გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“, შემდეგ კი თბილისში, გამომცემლობა „საქართველოს“ სტამბაში. სოხუმში გამოიცა მისი ლექსების კრებულები „თოვლის ვარდები” და „ლირიკა”·ასევე მის კალამს ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ვერხვის შრიალში”; „გაცისკროვნება”, „აივანი ზღვაურში”, „მთვარე ვარდის ფოთლით”, „აკორდები”, „ლირიკა”, „კარაველა”. „ძველი რომანსი”. „ოქროს ძმები”, „ფაზარის კოშკი“. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც.


ხომალდი
რა ხმაურობით, ქარო, მომალდი,
ჰა, ლაჟვარდებიც აიმღვრა ზღვისა,
მაინც მიცურავს ლურჯი ხომალდი,
ოცნების ჩემის და არა სხვისა.
ზღვასაც აოცებს, ცასაც, ალბათ როს
არ უფრთხის ზვირთებს გემი სრულიად.
ფრთა გაუშლია ამაყ ალბატროსს
და თითქოს იგი ჩემი სულია.
ვარ ამ ქარივით თავისუფალი,
ვარ ამ ზღვასავით თავისუფალი,
თავისუფალი სივრცეებივით,
თავისუფალზე თავისუფალი.
იცდიდეს ყველა ნავსაყუდარი,
ან რაღად მინდა ღუზის ჩაშვება, −
შვებაა ჩემთვის ასეთი დარი,
სული სივრცეებს ეთამაშება.
დაცხრები, ქარო, როგორც მომალდი,
დაიწმინდება ლაჟვარდი ზღვისა...
შორს მიირწევა ლურჯი ხომალდი,
ოცნების ჩემის და არა სხვისა...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები