მიქელაძე მაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკა მიქელაძე

მიქელაძე მაკა — (1964), ქართველი ექიმი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ფსიქიატრის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შემდეგ რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1986-1991 წლებში – მოდელად სააგენტო „ნოემა”-ში, შემდგომ – ტატიშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრ „ნაუტილუსში” − ფსიქოთერაპევტად. გამოცემული აქვს ლექსების და მოთხრობების კრებულები: „ქალი ოცდაცამეტამდე” (2000), „Flash” (2003), „რვეული” (2008), „ბარათი”~(2008), „წეროს ჯვარი” (2008), „მე და ჩემი კუსტურიცა” (2010).


პუნქტუაცია
იცი, რომ „ძახილს” ვამჯობინებ
შენს „წერტილ-მძიმეს”;
თუმც გვაკავშირებს და გვაშორებს
ვეება ტირე.
ჩვენ გვაქვს შეხების „მრავალწერტილი”...
ვდგავართ დაძაბულ „კითხვის ნიშნებად”
და „ორწერტილთა” თვალით შევცქერით
ერთ-მა-ნეთს.
ვერ დაგვისვამენ, ვიმედოვნებ,
ვერასდროს „წერტილს”,
ვერ დაგვისვამენ!
ესეც არ გჯერა (კითხვა-ძახილი)?!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები