მიშეცკის ელჩობა კახეთში 1641-43

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიშეცკის ელჩობა კახეთში 1641-43 – რუსეთის სახელმწიფო ელჩობა კახეთის სამეფოში. თეიმურაზ I-ის ელჩს ნიკიფორე მიტროპოლიტს მოსკოვის ხელმწიფემ გამოაყოლა საპასუხო ელჩობა: ელჩობას მეთაურობდნენ თავადი ეფიმ თედორეს ძე მიშეცკი და დიაკი ივანე კლიუჩაროვი. ამ უკანასკნელმა საქართველომდე ვერ ჩამოაღწია და გზაში გარდაიცვალა. ელჩობა მოსკოვიდან გამოვიდა 1641 წლის 9 ივნისს და კახეთში ჩავიდა 1642 წლის აგვისტოში. თეიმურაზმა 1 სექტემბერს შუამთაში მიიღო მიშეცკი. ელჩმა თეიმურაზს გადასცა ხელმწიფის წყალობის სიგელი და ფულადი დახმარება. მოლაპარაკების დროს თეიმურაზი რუსეთისაგან სამხედრო დახმარებას ითხოვდა, რაზედაც ელჩმა ხელმწიფის სახელით უარი განუცხადა. რუსეთის ელჩობამ 1642 წლის 26 ოქტომბერს დატოვა კახეთი და 1643 წლის 4 ოქტომბერს დაბრუნდა მოსკოვს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები