მიშნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიშნა - (ეტიმ. ებრ. sanah „გამეორება“, „სწავლება“), იგი თალმუდის შემადგენელი ნაწილია.

რაბი იეჰუდას მიერ (დაახლ. 200 წ. ქრისტეს შემდეგ) კოდიფიცირებული საღმრთო წერილის ზეპირი კომენტარი. მომდევნო საუკუნეებში გაკეთებული კომენტარებითურთ (გემარა) შეადგენს თალმუდს (პალესტინური – დაახლ. 400 წ. ქრისტეს შემდეგ; ბაბილონური – დაახლ. 500 წელი ქრისტეს შემდეგ). დღემდე რჩება ნორმატივად. მიშნის სქემა გამეორებაზეა აგებული („რაბი ამა და ამან თქვა“, „რაბი ამა და ამათ თქვეს“). მრავალი მოსაზრების ჩამონათვალი იწვევს იმას, რომ მიშნა ხშირად იმავე ბიბლიურ ნორმებს სცილდება (შდრ. მათ. 15:5, შმდ).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები