მიწასათხრელი მანქანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიწასათხრელი მანქანები – მანქანები, რომლებიც გამოიყენება მიწის სამუშაოების შესასრულებლად შენობა-ნაგებობების, გზების, მილსადენების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ჰიდროტექნიკური და საირიგაციო ნაგებობების მშენებლობებზე, აგრეთვე კარიერებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე. მიწასათხრელი მანქანები აწარმოებენ მხოლოდ გრუნტის თხრასა და განტვირთვას სატრანსპორტო საშუალებებში ან ნაყარში. ამ ჯგუფის მანქანებს მიეკუთვნება ერთციცხვიანი და მრავალციცხვიანი ექსკავატორები.