მიწით მოძმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწით მოძმე − აჭარაში სისხლ-მესისხლეობასთან დაკავშირებით ნოგროსა და გვარის გამოცვლის არა ერთი ფაქტია გამოვლენილი. მტრისაგან თავდაცვის მიზნით გადასახლებული ოჯახი სხვა საგვარეულოს მფარველობის ქვეშ შედიოდა და ამ საგვარეულოს მემკვიდრეობით სახელსაც ღებულობდა. რადგან მფარველობის მთხოვნელი ოჯახი გვარ-სახელთან ერთად ზოგჯერ ნოგროს პატრონიმიულ სახელწოდებასაც იცვლიდა, ამიტომ იგი თავისი მფარველის მიწით მოძმე (მიწით ბიძაშვილი) ხდებოდა.

ხელოვნური შენათესავების ანალოგიური ფორმა ჩანს ხევსურული „ჴარ-ქვაბით შემოყრაც”, რომელიც სისხლ-მესისხლეობის პროცესებს უკავშირდებოდა და უცხო საგვარეულოთა შეყრას გულისხმობდა. მსგავსია მოხეური „შაყრა-შაკედლებაც”, ფშაური „ხარით გაფიცვა”... ასეთ დროს მოსული, უმრავლეს შემთხვევაში, დამხვდურის ანუ „უნჯი მკვიდრის” გვარს იღებდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში კარგად ცნობილი „ამანათობაც” (მიბარებული, შემოხიზნებული, შემოკედლებული, გადაგანძული, შემონართვებული) სისხლ-მესისხლეობის ჩვეულებასთან იყო დაკავშირებული.


ლიტერატურა

ხარაძე, 1949:195; ერიაშვილი, 1982:21; კანდელაკი, 1983:10-19; მგელაძე, 2004.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები