მიწისეული ბოჭკოვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Miwiseuli.PNG

მიწისეული ბოჭკოვანა (ლათ. Inocybe geophylla (Sow.: Fr.) Kumm. რუს. Волоконница земляная)

ქუდი – 4 სმ-მდე დიამეტრისაა, კონუსისებრი, შემდეგ რამდენადმე ჩაშლილი, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირი რადიალურად ბოჭკოვანია, კიდეებთან დახეთქილია, თეთრია, ყვითელი, ზოგჯერ იისფერი ან მოვარდისფრო. ფირფიტები თეთრია ან იასამნისფერი, შემდეგ მუქდება.

ფეხი – 4-6 სმ სიგრძისა და 0,3-0,5 სმ სისქისაა, ცილინდრული, ძირისკენ გამსხვილებულია, ქუდისფერი. რბილობი თეთრი, არასასიამოვნო სუნით.

სპორები – მოყვითალო-მურა, წაგრძელებულ-ოვალური, 7,5-1 1X5-7 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, ტყეში ან ტყის პირას ზაფხულ-შემოდგომით. მომაკვდინებელი შხამიანი სოკოა, იწვევს ნერვული სისტემის დამბლას.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები