მიწისვარსკვლავა
მიწისვარსკვლავა (ლათ. Astraeus hygrometricus (Pers.) Morg. რუს. Звёздчатка гигрометрическая)
ნაყოფსხეული – ჯერ ბურთისებრია, 3-6 სმ დიამეტრისა, დაფარულია ორი გარსით; გარეთა გარსი მაგარია, სქელი, ხორციანი, მომწიფებისას იგლიჯება წვერიდან ფუძემდე 7-20 წვეტიან, სამკუთხედ ნაწილად, თითოეული ნაწილი გარედან თეთრია ან მონაცისფრო-მურა, შიგნიდან მოყავისფრო-მურა. მშრალ ამინდში ეხვევა შიგნითა გარსს, ხოლო ნესტიან ამინდში გართხმულია მიწაზე ვარსკვლავისებურად. შიგნითა გარსი ბურთისებრია, მჯდომარე, 2-3 სმ დიამეტრისა, ნაცრისფერია ან მურა, გლუვია ან მკრთალზოლებიანი ზედაპირით, იხსნება ზედა ნაწილში, ვარსკვლავისებური ან არასწორი ნახვრეტი უჩნდება, საიდანაც გადმოიფრქვევა სპორები.
სპორები – მურა ფერისაა.
იზრდება – ნიადაგზე ტყეში, ტყის პირებში, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.
შენიშვნა: მიწის ვარსკვლავა ძალიან წააგავს გვარ გეასტერის (Geastrum) წარმომადგენლებს, რომელთაგანაც განსხვავდება მჯდომარე შიდა გარსით, წვერზე არასწორი ნასვრეტით და სხვა.