მიწის გამოყენების რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიწის სავარგულების რუკა-დან)
მიწის გამოყენების რუკა, მიწის სავარგულების რუკა – (spatial data, geographical data, geospatial data), იქმნება საკადასტრო რუკის საფუძველზე. მიწის ნაკვეთების სამეურნეო გამოყენება ქმნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (სახნავი მიწები, მრავალწლიანი ნარგავები, საძოვრები, სათიბები, ტყე, ბუჩქნარი) და სოფლის მეურნეობაში გამოუყენებელი მიწების განლაგების სურათს. გრაფიკული გამოსახვა ხდება თვისებრივი ფონით.