მიხაბიშვილი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოთა მიხაბიშვილი – (1921 - ?) ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი, აფხახეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი, დაიბადა ქ. სოხუმში. 1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1953 წელს - საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია ქ. მოსკოვში, ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის კათედრას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში - აფხახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) პოლიტოლოგიის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (თბილისში). იკვლევს სოციალური ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიისა და დიალექტიკის კატეგორიებს. იყო აფხახეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.



წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები