მიხეილ ასათიანის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ ასათიანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (დელისი); ალექსანდრე ყაზბეგის გამზირიდან შალვა ნუცუბიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე — კომინტერნის, 1961 წლიდან ვაჟა-ფშაველას შესახვევი ერქვა. 1966 წელს მიხეილ ასათიანის სახელი ეწოდა. ქუჩაზე იყო მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, არის ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები