მიხეილ მამულაშვილის სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ მამულაშვილის სახლი - ისტორიული ძეგლი ქ. მცხეთაში, მამულაშვილის ქ., 7 სახლი ბაღითურთ ეკუთვნოდა ცნობილ დეკორატორს, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს მიხეილ ალექსანდრეს ძე მამულაშვილს (1873-1973) შენობა ერთსართულიანია, ნაგებია კირქვით, დეკორატორის სამუშაო ოთახი ცოკოლის სართულზეა. ამავე სართულის მეორე ოთახში გამოფენილია მ. მამულაშვილის ოჯახის წევრების, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სურათები.

ეზოში მ. მამულაშვილის საფლავია. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია: „1873-1973“.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები