მიხმასის ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხმასის ბრძოლა - (დაახლ. ძვ.წ. XI) – ბრძოლა ისრაელსა და ფილისტიმელებს შორის.

ფილისტიმელები, რომლებიც ნელ-ნელა ფეხს იკიდებდნენ პალესტინაში, ახლა მიხმასში გამაგრდნენ და იქ ძლიერი ბანაკი შექმნეს. სამუელის მიხედვით საულმა მიხმასის საწინააღმდეგო პოზიცია გებასთან დაიკავა მხოლოდ 600 მეომრით და იონათანის რეგულარული 1000 ჯარისკაცით. ფილისტიმელები ამოქმედდნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავეს, რის შემდეგაც საულმა გება დატოვა და მიგრონში (თელ-მორიაში) გადავიდა.

იონათანმა გადაწყვიტა მოწინააღმდეგეს უეცრად დასხმოდა თავს და თავის საჭურველმტვირთველის თანხლებით ღამით ჩუმად შეიპარა ფილისტიმელთა ბანაკში და თავს დაესხა. მიუხედავად იმისა, რომ ორნი იყვნენ, ისეთი გააფთრებით დაერივნენ ფილისტიმელებს, რომ მათში პანიკა გამოიწვიეს და აფიქრებინეს, თითქოს მათ მთელი ისრაელის არმია ესხმოდათ თავს. გაქცეულ მტერს ჩასაფრებულმა ისრაელიანებმა შეუტიეს თავს და ბევრი დახოცეს. მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. საულმა და იონათანმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს და მძლავრი მტერი განდევნეს. ამის შემდეგმათ გაუადვილდათ ბრძოლები მოაბთან, ამონთან და ედომთან.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები