მკვდრის ლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მკვდრის ლექსი – მკვდრის შესახებ შექმნილი სამგლოვიარო ლექსი, რომელშიც გადმოცემულია მიცვალებულის ცხოვრების ღირსსახსოვარი მომენტები, სასახელო ეპიზოდები და დაღუპვით გამოწვეული მძიმე მწუხარება, როგორც ჭირისუფლების, აგრეთვე მთელი სოფლისა და თემის. მკვდრის ლექსის ფუნქცია მიცვალებულის სახელის პოპულარიზაციაა. ლექსი ფანდურზე იმღერება მსმენელთა წინაშე, ზოგიერთ კუთხეში მკვდრის ლექსს საფერხულოდაც იყენებენ.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ., სიტყვ. ისტ., 1956, გვ. 301;
- ე. ვირსალაძე, ქართ. მთიელთა ზეპირსიტყვიერება, 1958, გვ. 33.