მკვეთრად გამოხატული სიმპტომები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მკვეთრად გამოხატული სიმპტომები - (florid symptoms), არა საკმარისად ზუსტი, სადავო, ხმარებიდან ამოღებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ფსიქიკური აშლილობების გამოხატულ სიმპტომებს, რომლებიც თვალშისაცემია ნორმალური ფსიქიკური ფუნქციონირებისაგან თვისობრივად განსხვავებული ინტენსიურობის გამო; მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ ჰალუცინაციები და შფოთვა. ტერმინი ხშირად პოზიტიური სიმპტომების სინონიმად იხმარება.