მკვრივი ფაიფური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მკვრივი ფაიფური – ფაიფურის ერთ-ერთი სახეობის პირობითი სახელწოდება. იხმარება ყოველდღიურ ყოფასა და ტექნიკაში. მაგარი ფაიფური რბილ ფაიფურთან შედარებით ღარიბია ფლუსებით, სამაგიეროდ მდიდარია. თიხნარით. ამისათვის იგი მოითხოვს შედარებით მაღალ ტემპერატურაზე (1400°-მდე) გამოწვას, საჭირო სიმტკიცისა და გამჭვირვალების მისაღებად. მაგარი ფაიფური იფარება ჭიქურით. მისი ზედაპირი დანით არ იკაწრება.