მლაშე (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მლაშე – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის თემში.

სახელწოდება

ტოპონიმი სრულიად ნათელი და გამჭვირვალე შინაარსისაა: „სოფელი, რომელიც მლაშობ ადგილზეა გაშენებული“. ამის მიუხედავად სახელწოდება მლაშე კ. ჰანმა რატომღაც საკუთარ სახელ ლაშას დაუკავშირა და განმარტა როგორც ბრწყინვალე (блестящий).

სოფელი მლაშე გვიანფეოდალურ ხანაში (XVII-XVIII ს.ს.) ჩანს დაფუძნებული; ყოველ შემთხვევაში ამ პუნქტს თავიანთ აღწერებში ბაზალეთის სოფლებს შორის მოიხსენიებენ როგორც ვახუშტი, ისე იოანე ბატონიშვილები. უფრო ადრინდელი (XIV-XV სს.) ქართული ეკონომიკური და საისტორიო დოკუმენტები სოფ. მლაშეს საერთოდ არ იცნობს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები