მნიშვნელი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მნიშვნელი

1) არითმეტიკაში – მთელი რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს ერთეულის იმ ნაწილების ზომას, რომლებისგანაც შედგენილია წილადი. a/b წილადში მნიშვნელია b.

2) გეომეტრიული პროგრესიის მნიშვნელი (იხ. გეომეტრიული პროგრესია).

3) უმცირესი საერთო მნიშვნელი – იმ წილადების მნიშვნელების უმცირესი საერთო ჯერადი, რომლებიც მიიყვანებიან საერთო მნიშვნელზე.

ტერმინი პირველად გვხვდება მაქსიმ პლანუდასთან (ბერძენი ბერი. მე-13 ს-ის ბოლოს).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები