მობილიზაციის გეგმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მობილიზაციის გეგმა – იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებიც გამოხატავენ მთლიანად შეიარაღებული ძალების, მისი თითოეული სახეობის, დაჯგუფების, გაერთიანების, შენაერთის, ნაწილის, დაწესებულების სამობილიზაციო გაშლის, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკისა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ომიანობის პერიოდის საქმიანობის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებების შინაარსს, მოცულობას, წესსა და ვადებს.