მოგზაური (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მოგზაური“ – (1901--1905), ყოველთვიური ისტორიულ-არქეოლოგიური და გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული სურათებიანი ჟურნალი. რედაქტორი ივ. როსტომაშვილი. იარსება 4 წელიწადს. 1905 წლიდან გადაკეთდა ყოველკვირეულ გაზეთად, ახალი პროგრამითა და რედაქციით.

„მოგზაური“ ყურადღებას აქცევდა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ხასიათის წერილებსა და მასალებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქის, კუთხისა და სოფლის, მათი მოსახლეობის ზნე-ჩვეულებათა შესახებ ჟურნალი ხშირად აქვეყნებდა ზ. ჭიჭინაძის, ინგილო ჯანაშვილის, ნ. ურბნელის (ნ.), თ. სახოკიას (ნ.), ალ. ხახანაშვილის (ნ.) და სხვების წერილებს. ბეჭდავდა ხალხური. შემოქმედების ნაწარმოებებს. ზეპირსიტყვიერების შემკრებთაგან ჟურნალში თანამშრომლობდნენ: ი. ალხაზიშვილი, კ. გვარამაძე (ნ.ე, თ. რაზიკაშვილი, ზ. ჩხიკვაძე, „ქართველი ოსებში“ და სხვა. „მოგზაური“ ყურადღებას ამახვილებდა ფოლკლორული შემოქმედების შესწავლაზე. აქ გამოქვეყნდა: გ. ელგანდაშვილის „მნიშვნელობა გამოცანებისა ბავშვების აღზრდაში და „ზღაპრების მნიშვნელობა“ (1904, № 3-4, 5-6), ტ. ართმელაძის „მცირე შენიშვნა“ (1901, №3). ფოლკლორულ ნაწარმოებთა ჩაწერა-ფიქსირების პრინციპებზეა საუბარი თ. სახოკიას წერილში: „ფონოგრაფი და მისი გამოყენება ეთნოგრაფიისათვის" (1902, № 9-10).

ფ. ზანდუკელი

ლიტერატურა

  • „მოგზაური“, 1901--1925 წწ დ. კარიჭაშვილი „ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, „წიგნის მეგობარი“, 1925 წ., № 1-2.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები