მოგზაურობა (ლიტერატურის ჟანრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოგზაურობა – დოკუმენტური თხრობითი ნაწარმოები, რომელშიც ავტორი აღწერს თავის მოგზაურობას. (მაგ. სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, გრ. ორბელიანის „მგზავრობა ჩემი…“).
მოგზაურული ჟანრის ნაწარმოები შეიძლება იყოს როგორც მეცნიერული, ისე მხატვრული. ზოგჯერ მწერლობაში ამ ფორმას იყენებენ, როგორც ხერხს რომელიმე ეპიკური ჟანრის ნაწარმოების შესაქმნელად.