მოდი ვნახოთ ვენახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მოდი, ვნახოთ ვენახი“ – პოპულარული ხალხური ლექსი, სადაც ჩამოთვლილია ის საგნები და ცხოველები, რომლებიც ერთმანეთს ემტერებიან, ებრძვიან და ანადგურებენ: ვენახს თხა ჭამს, თხას მგელი; მგელს ანადგურებს თოფი, თოფს ჟანგი, ჟანგს მიწა და ა. შ. ლექსი კუმულაციის ხერხითაა დამუშავებული. წარმოშობით მევენახეობა-მეღვინეობის ღვთაების სადიდებელ ჰიმნთა ჯგუფს უნდა ეკუთვნოდეს. სიუჟეტი მრავალი ხალხის ფოლკლორშია ცნობილი.

ფ. ზანდუკელი


ლიტერატურა

  • ა. ღვინიაშვილი, ნარკვევები ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიიდან, 1962;
  • დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, 1948.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები